მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიცვლის თუ არა ხელმძღვანელს სსიპ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო"?

5e3c1a70277f7
ინგა მურუსიძე
07.02.20 10:10
885
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება. შესაბამისად, სსიპ-ის ხელმძღვანელად კვლავ დავით ჯავახაძე დარჩება. ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

შეგასენებთ, რომ სააგენტო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილებები ახალი ტენდერის ჩატარებას უკავშირდება.

„ამის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მოგეხსენებათ, თავის დროზე, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია - ჩვენ თუ უნდა დავიწყოთ ტენდერისთვის ხელახლა მომზადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.