მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით - (R)

60865f9db7226
BM.GE
26.04.21 10:36
496

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მოგიწოდებთ, შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან მისი შეძენისას თქვენ ყიდულობთ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს. "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – "ალტა", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეგატექნიკა", "მეტრომარტი", "მაგთი" და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ჰოლოგრამიან სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც მუდმივად გადიან სწავლებებს და იმაღლებენ კვალიფიკაციას; იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონის დაზიანებული ნაწილის შეცვლა გახდება საჭირო (მაგ: ეკრანი, აკუმულატორი, დინამიკი, ა.შ.), იგი ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილით. "სამსუნგის" ოფიციალურ სერვისცენტრში თქვენ დაზღვეული იქნებით მეორეული ან არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისაგან; ჰოლოგრამიან სმარტფონებზე თქვენ გექნებათ წვდომა რეგიონისთვის განკუთვნილ ყველა ოფიციალურ სერვისზე, პროგრამაზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე;

"სამსუნგის" ოფიციალური სერვისცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“, „ელიტ სერვისი“ და „სერვის ექსპრესი“.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!



(R)