მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძინე სათამაშოები Extra-ზე (R)

61f12c0f3ba9c
BM.GE
26.01.22 17:10
1173
Extra.ge რომ ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზიაა, ეს უკვე კარგად ცნობილია. ყველაფრის მაღაზია - ასეც შეიძლება მოვიხსენიოთ ექსტრა, სადაც ნებისმიერი რამის შეძენას შეძლებთ რაც გაგიხარდებათ, რასაც მეგობრები, თუ ოჯახის წევრები მოიფიქრებთ და გადაწყვეტთ.

ექსტრა არამარტო უფროსების ონლაინმაღაზიაა, არამედ პატარებისაც, რადგან აქ შესაძლებელია შეიძინოთ სათამაშოები ბავშვებისთვის.

პატარების ლტოლვა და ინტერესი სათამაშოების მიმართ არ ცხრება, რამდენი გასართობიც უნდა ჰქონდეთ, ყოველთვის სჭირდებათ ახალი, უფრო მეტად ფუნქციური და მრავალფეროვანი. ჰოდა, ექსტრა საუკეთესო საშუალებაა, შეარჩიოთ ბავშვის სათამაშოები სახლიდან გაუსვლელად. არჩევანი ამ მხრივ ნამდვილად მრავალფეროვანია.

ზოგადად, ნებისმიერი ტიპის გასართობი ასაკის და განვითარების მიხედვით უნდა შეირჩეს, კონსტრუქტორები და ასაწყობი სათამაშოები, რომელთაც მცირე ზომის დეტალები აქვთ, 4-5 წლამდე რეკომენდებული არ არის, რადგან თავიდან ავიცილოთ მისით გამოწვეული ზიანი. შესაძლოა, თამაშის დროს პატარამ პირში ჩაიდოს პაწაწინა დეტალი და გადაყლაპოს, რაც ნამდვილად არ მოიტანს კარგ შედეგს. ამიტომ ჩვილებისა და 2,3 წლის ბავშვებისთვის რბილი სათამაშოები ძალიან კარგი ვარიანტია, ასევე ხის ფიგურები, ფერადი ასაწყობი პირამიდები, თოჯინები. თანამედროვე სამყაროში უკვე ისეთი თოჯინები არსებობს, რომელიც ჭამს, ტირის, მოჰყვება ტანსაცმელი, გამოსაცვლელი საფენები და.ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვებს თავს ნამდვილ დედებად აგრძნობინებს და კარგად ერთობიან.

თუ თქვენს პატარას ბანაობა დიდად არ მოსწონს, აბაზანის სათამაშოები დაგეხმარებათ იმაში, რომ პროცესმა მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიაროს. ექსტრაზე ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი აბაზანის სათამაშოები და არჩევანიც მრავალფეროვანია.

განმავითარებელი სათამაშოები საუკეთესო საშუალებაა ბავშვს თამაშ-თამაშით ვასწავლოთ თვლა, ანბანი, პლანეტები, ცხოველები. ფაზლები და კონსტრუქტორები ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს, რაც შემდეგში ძალიან ეხმარება პატარებს.
სამაგიდო თამაშები საუკეთესოა მეგობრების წრეში გასართობად, სადაც ბავშვები გუნდურობას და მეგობრის დახმარებას სწავლობენ. უფროსებისთვის ექსტრაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ნარდი, ჭადრაკი, ბანქო.

მართალია, თანამედროვე მიდგომებით ბიჭის და გოგოს სათამაშოებს არ ასხვავებენ, მაგრამ ისევე როგორც თოჯინები გოგონებს, ტრანსპორტი, ტრაქტორები, ტრანსფორმერები, ევაკუატორები განსაკუთრებით მოსწონთ ბიჭებს.
მუსიკალური პატარებისთვის კი ექსტრაზე ნახავთ ელექტრონულ კლავიშს მიკროფონით. ყავის მაღაზიის აქსესუარები, ჭურჭელი, სამზარეულოს ნაკრები, სალარო აპარატი, სახლის მოვლისთვის საჭირო ნივთები - სარეცხი, მანქანა, უთო, საუკეთესოა „მაღაზიობანას“ თამაშისთვის, რომელიც ბავშვების საუკეთესოა გასართობია.





რატომ Extra?


როდესაც საქმე ისეთ ნივთს ეხება, როგორიც სათამაშოა, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვებს ძალიან უყვართ სხვადასხვა ნივთის პირით „გასინჯვა“, ამიტომ სათამაშო არ უნდა იყოს დამუშავებული ტოქსიკური საღებავებით და ზოგადად ზიანის მომტანი ნივთიერებებით. ექსტრაზე წარმოდგენილი გასართობები ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ბავშვს არაფერს ავნებს.

კორონა ვირუსული აფეთქებისას სახლიდან გასვლა სათამაშოების საყიდლად, არ არის კარგი იდეა, ბევრად უფრო კომფორტულია შეიძინოთ ონლაინ, ექსტრას კურიერები კი მოგიტანენ შენაძენს დათქმულ ვადაში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.