ჩემი პროგნოზი სამწუხაროდ პესიმისტურია, თუნდაც იმიტომ რომ, რისი გაკეთებაც გუშინ შეიძლებოდა, დღესაც არ არის გაკეთებული. ზიანი უკვე მიღებულია და სახეზეა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში ანაკლიის პროექტის მომავალზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, სადაც გადაწყდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზები.
როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონსორციუმი პროექტისთვის უნდა ჩამოეშორებინათ, უკვე დიდი ხანია მიღებულია.
„რაც შეეხება ხელისუფლება როგორ მოიქცევა, აქ თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად თავისი კეთილგანწყობის დემონსტრირებას ახდენდა პროექტის მიმართ და მეორე ხელით კონსორციუმის დისკრედიტაციის არცერთი მომენტი არ გაუშვია ხელიდან და ამით აფრთხობდა ბუნებრივია პოტენციურ ინვესტორებს და არამგონია, რომ ეს სიბრიყვით მოსდიოდათ, ეს იყო გეგმის ნაწილი. აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები. შესაბამისად, მაღალი ალბათობით ისინი ასეც მოიქევიან და თუ არ მოიქცევიან, აქაც მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებთან გვექნება საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება რაიმე ტიპის რისკებს მოერიდონ და ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაინც, კატა-თაგვობანას თამაშში გაატარონ. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ალბათ შეწყდება კონტრაქტი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა ასევე ვითარების შემდგომ შესაძლო განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსორციუმი სავარაუდოდ, დაიწყებს დავას საერთაშორისო სასამართლოებში და ამის ყველა საფუძველი არსებობს.
„ვინაიდან ფაქტობრივად ფორსმაჟორი იყო საკამოდ დიდი პერიოდის განმავლობაში პროექტთთან დაკავშირებით და ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ სერიოზულ დავას ჰქონდეს ადგილი. გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზული ინვესტიციებია უკვე განხორციელებული და გარდა ამისა, გაშვებულ სარგებელზეც შეიძლება საუბარი და შეიძლება ასობით მილიონზე დაიწყოს დავა, ბუნებრივია, სანამ ეს დავა განხილვის პროცესში იქნება, პროექტი კონსერვაციის რეჟიმში გაივლის, იმიტომ რომ ხელისუფლებას იმის კომფორტი, რომ ხელმეორე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადოს, აღარ ექნება. რა იყო ხელისუფლების საწყისი მიზანი, დღესაც ამაზე არ მაქვს საბოლოო დასკვნა. მათი მიზანი იყო პროექტის საერთოდ ჩაშლა თუ პროექტის კონტროლის დაბრუნება?! მე უფრო ვიხრები იქით, რომ ხელისუფლების ამოცანა იყო პროექტზე კონტროლის დაბრუნება და ამის შემდეგ ამ პროექტით ვაჭრობა დასავლეთთან და რუსეთთან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის