მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას“ - ტიკარაძე

5f33af151e64a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 13:18
1545
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის სკოლებში სწავლის დაწყების მხრივ ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ამის რისკი არსებობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ, მაგრამ ძალიან კარგი კითხვაა. მოქალაქეებისთვის, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, ეს არის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს -  არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება...ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას.

აქედან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება კოვიდიდან თავისუფალ უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.