მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შეიძლება, წყალტუბო დავოსის დონის კურორტი გახდეს“ - ბიზნესმენი დავით კაკაბაძე

62874f4079bfa
თელარა გელანტია
20.05.22 12:25
3883
ბიზნესმენ დავით კაკაბაძის აზრით, „ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო ერთი მფლობელის ხელში საინტერესო ვერ იქნება“.

ამის შესახებ ბიზნესმენმა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში წყალტუბოს პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე საუბრისას განაცხადა.



საქმე ის არის, რომ „ბი ენდ ენ ჯგუფი“, რომლის დამფუძნებელი დავით კაკაბაძეა, წყალტუბოშიორ აბანოს, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს.

ბიზნესმენი გვიყვება, რომ 2019 წლის შემდეგ ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინება და მის ფარგლებში ყველა სანატორიუმის და აბანოების გამოსყიდვა დაანონსა, მათ მილიარდერის სახელით არავინ დაკავშირებია.

„დღეს მსოფლიოში რაც კეთდება, ყველაფერი კეთდება იდეით და მრავალფეროვნებით. ვფიქრობ, წყალტუბოს 5-6 მფლობელი უნდა ჰყავდეს“, - ამბობს დავით კაკაბაძე.

მისივე აზრით, სწორად განვითარების შემთხვევაში, “წყალტუბოს შეუძლია, დავოსის დონის კურორტი გახდეს“.

„ჩემი აზრით, ერთი მფლობელის ხელში წყალტუბო ვერ იქნება საინტერესო - ესაა ჩემი ხედვა. წყალტუბოს უნდა ჰყავდეს 5-6 მფლობელი, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს წყალტუბოს განვითარებაში. წყალტუბო არაა მხოლოდ რეჰაბი. მოგეხსენებათ, მზადდება წყალტუბოს განაშენენიანების გენერალური გეგმა. გვეუბნებიან, რომ წყალტუბოდან მესტიისკენ ააშენებენ გზას... თუ წარმოვიდგენთ, რომ წყალტუბოში არსებულ ყველა სანატორიუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, წყალტუბო იქნება დიდი კონფერენციების ჩატარების ადგილი; სწორი განვითარების შემთხვევაში, წყალტუბოს შეუძლია, გახდეს დავოსის დონის კურორტი გახდეს.

მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ წყალტუბოსთან ახლოს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობა არის უდიდესი შესაძლებლობა წყალტუბოს განვითარებისთვის. აეროპორტი არის მთავარი ჰაბი, რომელსაც მოჰყავს ტურისტები.

ჩვენი ბიზნესჯგუფი აქტიურად არის ჩართული წყალტუბოს ყოველდღიურობაში და არასდროს გვერიდება, თუ წყალტუბოს ადგილობრივი ან ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებები თუ გასაკრიტიკებელია, გავაკრიტიკოთ. პირველი ვარ იმ საქმეში, რომ თუ რაღაც არ მომწონს, გავაკრიტიკო“, - განაცხადა დავით კაკაბაძემ.

მისივე ინფორმაციით, „ბი ენდ ენ ჯგუფს“, ჯამში, წყალტუბოში 20-22 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ინვესტირებას აგრძელებენ.