მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიგრძენი საფეხბურთო დღესასწაული სახლში - შეუკვეთე კარფური ონლაინ და მიიღე განსაკუთრებული საჩუქრები

637cf1aa43f03
BM.GE
22.11.22 20:20
745
„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ახალ კამპანიას იწყებს.

20 ნოემბრიდან „კარფურის“ პროდუქტების ონლაინ - Wolt-ის და Glovo-ს აპლიკაციებიდან შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზების მიღების შანსი ექნებათ - საგზური ევროპის 5 საფეხბურთო ქვეყნიდან ერთ ერთში, ლუდით სავსე მაცივარი და Playstation 5.

მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (20 ნოემბრიდან - 18 დეკემბრის ჩათვლით) Wolt-ის აპლიკაციაში „კარფურის“ გამოძახებისას ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს საქართველოს ბანკის PLUS ბარათით, საჩუქრად გადაეცემა 5 ევროპის ქვეყნიდან ერთ-ერთის საგზური.

გარდა საგზურისა, კამპანიის პერიოდში Wolt-იდან ან Glovo-დან „კარფურის“ გამოძახების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ლუდის - ESTRELLA-ს შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა - ESTRELLA-ს ბრენდირებული მაცივარი, რომელიც სავსე იქნება ამავე ბრენდის ლუდით (თითო პლატფორმაზე, თითო გამარჯვებული).

ასევე, კამპანიის პერიოდში Wolt-იდან ან Glovo-დან „კარფურის“ გამოძახების შემთხვევაში, ყველაზე მეტი Lays-ის და Doritos-ის ჩიფსების გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად Playstation 5 გადაეცემა (თითო პლატფორმაზე, თითო გამარჯვებული).

ეს ყველაფერი არ არის!

საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას Wolt-ის პლატფორმაზე, იმავე Wolt-ის ანგარიშზე, მომხმარებელს უბრუნდება 10 ლარი კრედიტების სახით, ხოლო Mastercard- ის G-pay-ით გადახდისას მომხმარებელს Wolt-ის ანგარიშზე უბრუნდება 30% Cashback.

გარდა ამისა, აპლიკაციებში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროდუქციით სავსე კალათები, რომელიც განსხვავდება არჩევანისა და ფასის მიხედვით. აღნიშნული კალათების შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებითი პროდუქციის შეკვრა საჩუქრად (ჩიფსი, თხილეული, ლუდი, ყველი და სხვადასხვა
აქსესუარი).