01.ოქტომბერი .2020 21:01

შეიქმნება დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი – ფინანსთა მინისტრი

views 324
უკან

"შეიქმნება დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი", – ამ და სხვა დაპირებების შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუვალობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ქვეყანაში.

„შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე. გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება. გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%. დასრულდება სახელმწიფო საწარმოების დღგ-ს ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები.

შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე სულ მცირე 40%-ით გაიზრდება. შეიქმნება დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა