22.ივნისი .2022 22:48

შეიქმნება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო ბანკი? - პრემიერის განმარტება

შეიქმნება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო ბანკი? - პრემიერის განმარტება
views 4572
უკან

"ამასთან [სახელმწიფო ბანკის შექმნასთან] დაკავშირებით იყო მოსაზრებები რამდენიმე წლის წინ, პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, შემდეგ ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო, მათ შორის, ხაზარაძისა და სხვა ბანკირების მხრიდან, რადგან მათ არ უნდოდათ კონკურენციაში შესვლა, კონკურენციაში რომ შესულიყო სახელმწიფო და მთავრობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ბანკის შექმნას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ეს საკითხი ღიაა.

„ეს საკითხი ღიაა, არ მაქვს ამაზე დღეს პასუხი. თუ გექნებათ მოსაზრებები, სიამოვნებით მინდა, რომ მოგისმინოთ და გამიზიაროთ, გავითვალისწინო თქვენი მოსაზრებები, იდეები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.