მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ი: 2040 წლისთვის ბუნებრივ თხევად გაზზე მოთხოვნა 700 მლნ ტონას მიაღწევს

5e4fe8ec3a724
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 23:44
833
2040 წლისთვის ბუნებრივ თხევად გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება და 700 მლნ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ენერგოკომპანია Royal Dutch Shell-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მსოფლიო ბაზარზე თხევად გაზზე მოთხოვნა 12,5%-ით გაიზარდა და 359 ტონას მიაღწია. როგორც Shell-ი ვარაუდობს, მომდევნო წლებში დომინანტ მომხმარებლად აზია დარჩება, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მოთხოვნის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზი განსაკუთრებით მოთხოვნადი სწორედ 2019 წელს გახდა.

აღნიშნული ბუნებრივი გაზი გამოყოფს 45-55%-ზე ნაკლებ გამონაბოლქვს, ვიდრე ნახშირი.

ამასთან, გასულ წელს დამატებით 40 მლნ ტონა გაზის მაღება გახდა შესაძლებელი, ამ მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი რეკორდს მიაღწია.

ანგარიშის მიხედვით, ევროპამ იმპორტი 74%-ით გაზარდა და თხევადი გაზი გაცილებით კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე ნახშირი.

როგორც Shell-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გასულ წელს ჩინეთში თხევად გაზზე მოთხოვნა 14%-ით გაიზარდა, ამის მიზეზი კი, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იყო.