Shell-მა მორიგი ამბიციური გეგმა წარადგინა - 2025 წლისთვის კომპანია ნიდერლანდებში წყალბადის განახლებადი ენერგიის საწარმოს მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპის მასშტაბით უმსხვილესი პროექტი იქნება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 200-მეგავატიანი ელექტროლიზატორი როტერდამის პორტში განთავსდება და ის ყოველდღიურად 60,000 კილოგრამი წყალბადის გამომუშავებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ წყალბადის მოპოვების არაერთი გზა არსებობს, თუმცა მის განახლებად ენერგიად განხილვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მისი წარმოების პროცესში წყლის, ქარის ან მზის ენერგიებია გამოყენებული - Shell-ის პროექტი კი სწორედ ასეთ საწარმოს მოიაზრებს.
Shell-ის სამომავლო სტრატეგიიდან ირკვევა, რომ კომპანია 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მქონე ორგანიზაციად გარდაქმნას გეგმავს, ამ მიზნის მიღწევაში კი უმნიშვნელოვანესი როლი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას ეკისრება.
საგულისხმოა, რომ მსგავს ნაბიჯებს დგამს ბრიტანული ენერგოგიგანტი BP-იც, რომელმაც გასულ თვეს განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის პროექტ Asian Renewable Energy Hub-ის 40.5%-იან წილი შეიძინა.
BP-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას აქვს პოტენციალი, გახდეს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და მწვანე წყალბადის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბი მსოფლიოში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი