მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ი Gazprom-თან თანამშრომლობას წყვეტს და ერთობლივი ბიზნესებიდან გადის

621d17441f29b
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 22:45
735
ჰოლანდიური ნავთობკომპანია Shell-ი აცხადებს, რომ რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-თან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

როგორც ნავთობკომპანიაში აცხადებენ, ისინი აპირებენ Gazprom-ში და მასთან დაკავშირებული ერთობლივი ბიზნესებიდან გასვლას, რომელთა საერთო ღირებულება $3 მილიარდს მოიცავს.

კერძოდ, Shell-ი აპირებს გაყიდოს 27.5%-იანი წილი Sakhalin-II თხევადი გაზის საწარმოდან, ასევე Salym Petroleum Development-დან 50%-იან წილი.

გარდა ამისა, ჰოლანდიური ნავთობკომპანია გაეთიშება გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტიდან, რომელშიც 10%-იანი წილი აქვს $1 მილიარდის ღირებულებით.

Shell-ის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაა.