მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ი გლობალური კვლევითი კომპანია Kline & Company-ს მიერ საცხებ-საპოხი მასალების ნომერ პირველ მომწოდებლად დასახელდა

5fd733053b08d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 13:43
1078
გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company-ს 2020 წლის კვლევის შედეგად, საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელთა შორის Shell-ი ნომერ პირველ მომწოდებლად დაასახელა. კომპანია Shell-ი 14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

„14 წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, ნათლად წარმოაჩენს Shell-ის უპირობო ერთგულებას მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს ხარისხს. ისევე როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც Covid 19-მა დაგვიწესა. Shell-ი შეუფერხებლად განაგრძობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“, - განაცხადა Shell Global-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს მაურერმა.

ცნობისთვის, კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და პრემიუმ ხარისხს, რაც წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ, Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
(NS)