მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-ი რუსულ ენერგორესურსებს დაფარული სქემით ყიდულობს - Bloomberg

62519140456f4
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 18:11
1308
ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია Shell-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენას ეტაპობრივად წყვეტს, მაგრამ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დაფარული სქემა, რომელიც მიუთითებს, რომ Shell-ის მიერ რუსული გაზის "უარყოფა" ფორმალობაა. ამის შესახებ Ukrinform-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.

"კომპანია ყიდდა კასრებს, რომლებშიც ნავთობის 49,99% რუსეთიდან მოდიოდა, ხოლო 50,01% სხვა ქვეყნებიდან. ეს თანაფარდობა მიუთითებდა იმას, რომ ნავთობპროდუქტების ტვირთი ტექნიკურად რუსული წარმოშობის არ იყო" - ნათქვამია გამომძიებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში.

კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, Shell-მა კონტრაქტების პირობები ისე შეცვალა, რომ ტვირთის რუსეთთან შერევა დაშვებული ყოფილიყო.

„ეს არის მანევრი რუსული დიზელისა და სხვა დახვეწილი პროდუქტების შერევისთვის, რომელიც გაუმჭვირვალე პროცესია და შეინიშნება ამ ქმედების მზარდი დინამიკა. ნავთობკომპანიები უკვე ხშრად იყენებენ ამ მეთოდს რუსული ნავთობროდუქტებით ევროპის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად საზოგადოებრივ აზრსაც აკმაყოფილებენ, რომლებიც პუტინის ომის მანქანის დასრულებას მოითხოვენ“.

როგორც Ukrinform იტყობინება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Shell-ს რუსული ნავთობის ყიდვის გამო გააკრიტიკა.

„მაქვს ერთი შეკითხვა Shell-თან: რუსულ ნავთობს უკრაინის მოსახლეობის სისხლის სუნი არ ასდის?“ – იკითხა უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

Shell-მა რუსული ნავთობის შეძენა საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის აუცილებლობით ახსნა და დაჰპირდა, რომ რუსული ნავთობის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად გადარიცხავს.