მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე დაწესებული გადასახადები - როგორ მოქმედებს თამბაქოს ფისკალური პოლიტიკა?

60589b680d068
BM.GE
22.03.21 17:24
1098

თამბაქოს ეპიდემია” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ტერმინია, რომელიც თამბაქოს მოხმარების პრობლემას ასახავს. ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოწევის პრევენციისათვის საჭიროა მკაცრი შეზღუდვებისა და ფისკალური პოლიტიკის გატარება, რაც თამბაქოს პროდუქტის საცალო ფასის 75%-ით გაზრდას ისახავს მიზნად.

ბაზრის კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული გადასახადები მოქმედებს მაშინ, როდესაც ეს გადასახადები ძალიან მაღალია. მაგალითად, ტრადიციულ სიგარეტზე ფასის 10%-ით ზრდა მოხმარების 3-5%-ით შემცირებას იწვევს და მსგავს ფისკალურ პოლიტიკას ტრადიციულ თამბაქოზე ევროპის რეგიონში 26 ქვეყანა ატარებს. მომხმარებელი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ფასის ცვლილების მიმართ, მონაცემების თანახმად, 10%-ით ფასის ზრდა გაყიდვებს 12%-ით ამცირებს.

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასახადების მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის შემცირებული რისკის პროდუქტის მოხმარებიდან ტრადიციულ სიგარეტებზე გადასვლა, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

“მომხმარებლის მიერ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შემცირებით მთავრობა ამცირებს ტრადიციული სიგარეტისთვის თავის დანებების რაოდენობას”, - ამბობს ეკონომიკის, სამართლისა და მენეჯმენტის პროფესორი კიპ ვისკუსი.

ეკონომიკური კვლევის ნაციონალური ბიუროს მიერ მინესოტაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრონულ სიგარეტებზე ფასის ზრდის შედეგად მომხმარებელი, მოწევისთვის თავის დანებების ნაცვლად, ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდა. მეცნიერების ვარაუდით, ამ ფისკალური ინიციატივის შედეგად 32 000-ით მეტმა ადამიანმა გააგრძელა მოწევა. 

ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად გასახურებელი და ელექტრომოწყობილობების მოხმარება უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს იმ ზრდასრული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, რადგანაც ეს პროდუქტები არ შეიცავენ იმ მოცულობის მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვით გამოიყოფა.

თუმცა, თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის წარმატებისთვის მხოლოდ გადასახადების შემცირება არ არის საკმარისი. მწეველთა მხრიდან ზიანის შემცირების პოლიტიკის არაეფექტიანობას ცნობიერების დაბალი დონეც განაპირობებს.

მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 55 000 ნიკოტინის მომხმარებელი იღებდა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობა ვალიდური ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, როდესაც საქმე ნიკოტინის მოხმარებასა და შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებს ეხება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს კანცეროგენურ ნივთიერებას, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი 7000 ქიმიკატი წარმოადგენს, თუმცა  მომხმარებელს ასეთი ცოდნა არ აქვს.

“ფაქტი, რომ მწეველთა უმრავლესობამ არ იცის განსხვავება ნიკოტინსა და თავად თამბაქოს მოხმარებას შორის თამბაქოს პანდემიის დასრულებას თითქმის შეუძლებელს ხდის”, - ამბობს დოქტორი სარა რაჯკუმარი, ორგანიზაცია Smoke-Free World-ის წარმომადგენელი.

საქართველოში ტრადიციულ თამბაქოსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე თანაბარი სააქციზო განაკვეთი მოქმედებს. ტრადიციული სიგარეტების ერთ შეკვრაზე დაწესებული გადასახადი 1.7 ლარს შეადგენს, თამბაქოს გასახურებელ პროდუქტებზეც დაწესებული გადასახადი ყოველ 20 ღერზე 1.7 ლარია. გარდა ფიქსირებული აქციზის გადასახადისა, თამბაქოს პროდუქტებზე საქართველოში დაწესებულია ადვალური გადასახადი, საცალო სარეალიზაციო ფასის 30% ოდენობით. აღნიშნული ფისკალური პოლიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობას და თამბაქოს პროდუქტის დაბეგვრა არ ხორციელდება რისკის პროპორციულად, რაც უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვაზე.

კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის წარმომადგენლის, ეგნატე შამუგიას შეფასებით, ფისკალურ პოლიტიკას სიგარეტის მოხმარებაზე და მათ არჩევანზე პირდაპირი გავლენა აქვს, რისი არაერთი მაგალითიც უახლოესი წარსულიდან შეიძლება მოვიყვანოთ.

“ბუნებრივია, ამ მხრივ აქციზზე შეღავათების დაწესება და უფრო ნაკლები განაკვეთით დაბეგვრა აუცილებლად მყისიერად აისახება ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ზრდაზე და ტრადიციული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებაზე. ამ მხრივ თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მას შეუძლია მომხმარებლებისთვის სიგარეტი ჩაანაცვლოს, შესაბამისად, ეს პოლიტიკა ამ კუთხით ეფექტიანი იქნება”, - აღნიშნავს ეგნატე შამუგია.