მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემდეგ კვირებში სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება - კულუმბეგოვი

610a84b2bd0c4
თამთა ჯიჯავაძე
04.08.21 16:15
957
ყველა ვაქცინას შეუძლია გადაგვირჩინოს დღეში 38 ადამიანი სიკვდილისგან, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ კვირებში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ იმუნოლოგი, ვაქცინაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე“ წერს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 38 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში კი 5948 ადამიანი.

როგორც ის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან მყარად იცავს ყველა ვაქცინა (80-90%).

ცნობისთვის, როგორც Reuters-ი წერს, ჩილეში „სინოვაკის“ ვაქცინამ 58.5%-იანი ეფექტიანობა აჩვენა სიმპტომატური დაავადების პრევენციის კუთხით. „ფაიზერმა“ – 87.7%, ხოლო „ასტრაზენეკამ“ – 68.7%. აღსანიშნავია, რომ ჩილეში მასობრივი ვაქცინაციის კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. დღეისთვის ქვეყანაში მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილია.

გარდა ამისა, ინგლისში კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სრულად აცრილ ადამიანებში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირების რისკები 50-60%-ით შემცირდა.