თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პროგნოზირებს, რომ შემდეგ წლებში, ევრო უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დოლარი. რაც შეეხება ლარს, როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტაც გამყარდება.
„სხვადასხვა ფაქტორთან ერთად ძალიან ბევრია დამოკიდებული ევრო-დოლარის წყვილზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში, შემდეგ წლებში ვფიქრობთ, ევრო უფრო ძლიერი იქნება, ხოლო დოლარი ბევრად უფრო სუსტი იქნება, ვიდრე დღეს არის. ევრომ უკვე დაიწყო დოლართან გამყარება და მომდევნო წლებში ვფიქრობთ, რომ დოლართან ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდება“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ცნობისთვის, ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7056 ლარი გახდა. რაც შეეხება ლარისა და ევროს ურთიერთობას, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8466 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება