მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება“ - თამარ გაბუნია

6139c839c4f0c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 12:44
6919
„შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრის დაბალ მაჩვენებელს შეეხებოდა.

თამარ გაბუნიამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების, მდგომარეობის დამძიმებისა და ვაქცინაციის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მდგომაროება რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

„ძალიან საყურადღებოა, რომ დღეს ჩვენს პირობებში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა უფრო მეტი 60 წლის ზემოთ პირებშია. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი 60 წლის ზემოთ პირებში გვაქვს. ამდენად ეს მაჩვენებელი სრულიად საპირისპირო მიმართულებით უნდა შეიცვალოს, რათა თანაფარდობა ვაქცინირებულებში ყველაზე მაღალი 60 წლის ზემოთ გვქონდეს, რომ ჩვენ რეალურად ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსვლების კუთხით შემსუბუქება ვიგრძნოთ. ამდენად, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, მოკლე დროში მეტი მოქალაქის მოცვაა, მაგრამ მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება პრიორიტეტულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამები მეტად მიმართული და ტარგეტირებული 60 წელს ზემოთ პირებზე იქნება. შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაა, თუ ჩვენ ახლა მათ ვაქცინაციას არ მივაღწიეთ“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.