ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგომარსა და ბაილეთში ფერმერები მიხეილ და გიორგი დოლიძეები თხილის პლანტაციებს 15 წელია მართავენ. 15 ჰა-ზე გაშენებული ბაღებიდან ფერმერები დაახლოებით 10 ტონამდე მოსავალს იღებენ და რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას თხილის ბაღების მფლობელი გიორგი დოლიძე აცხადებს, წლების წინ წამოწყებულ საქმე ეტაპობრივად ფართოვდებოდა. დღეს კი ფერმერებმა თხილის შემნახველი შენობა-ნაგებობის აგებაც გადაწყვიტეს.
„საქართველოში წლებია თხილის მწარმოებელ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და ბაღებიდან მიღებული მოსავლის რეალიზებასაც ქვეყნის შიგნით ვახდენთ. მოსავალს შემნახველი ფართის არარსებობის გამო დაკრეფიდან მალევე ვყიდიდით, შემნახველი შენობა-ნაგებობის აშენების შემდეგ კი თხილის რეალიზაციის პერიოდი გახანგრძლივდება და მას ჩვენთვის ხელსაყრელ დროს გავყიდით“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისივე ინფორმაციით, 100 კვადრატულ მეტრზე აგებული შემნახველი ფართის პროექტი პირადი ფინანსური რესურსითა და სანდო ფინანსური პარტნიორის - საქართველოს ბანკის - ხელშეწყობით განახორციელეს. ფერმერი აღნიშნავს, რომ მათ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რაც წლების მანძილზე ბიზნესის წარმოებასა და განვითარებას უწყობდა ხელს.
„შემნახველი შენობისთვის 80 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, საიდანაც 50 000 ლარი საქართველოს ბანკის მხარდაჭერა იყო. ბანკთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და სეზონზე ძირითადად საბრუნავი საშუალებებისთვის ვიღებთ სესხს. მათი პირობები ჩვენთვის და მეურნეობის განვითარებისთვის მისაღები და ხელსაყრელია, შესაბამისად, ეს ფინანსური რესურსი საქმიანობის სწორად წარმართვასა და სტაბილურ განვითარებაში გვეხმარება“, - აღნიშნავს გიორგი დოლიძე.
BM.GE-სთან საუბრისას ფერმერი ამბობს, რომ მომავალში ისინი საქმიანობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ და სანდო ფინანსურ პარტნიორთან ერთად, თხილის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებასაც განიხილავენ. ამის შემდეგ ადგილობრივი ბაზრისთვის თხილის მეურნეობა როგორც ნაჭუჭიანი, ასევე ნაჭუჭგაცლილი თხილის შეთავაზებას შეძლებს, რაც ბიზნესზე დადებითად აისახება. დოლიძეების ოჯახი მუდმივად რამდენიმე ადამიანს ასაქმებს, თუმცა თხილის კრეფის სეზონზე მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება