მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოდგომიდან ინფლაციის შემცირების მოლოდინი გვაქვს - ძნელაძე

62854d5d7c4b6
ალა ისპირიანი
19.05.22 00:40
1607
"საქართველოს საბანკო ასოციაციაში“ შემოდგომიდან ინფლაციის შემცირების მოლოდინი აქვთ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, შემცირებას მე-3 კვარტლის ბოლოდან უნდა ველოდოთ.

„ცალსახად რეგიონში არსებული მდგომარეობა უნდა ვახსენოთ. ჩვენს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კონფლიქტური მდგომარეობაა. რუსეთთან, უკრაინასა და ბელორუსთან რთული მდგომარეობა გვაქვს. თურქეთში 60%-ს უკვე გასცდა ინფლაციის მაჩვენებელი. ის ევროპაშიც საკმაოდ პრობლემურია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა და სხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომ ევრო-დოლარის კურსიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და დოლარი ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა. საბედნიეროდ ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. სეზონურობასაც შეიძლება ეს დავაბრალოთ, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის პროგნოზები, რაც ომის დაწყების დროს არსებობდა, დღეის მდგომარეობით უფრო დადებითია, ვიდრე მოლოდინი იყო.

ზაფხულიდან რამდენად დაიწყებს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას, ამის პროგნოზირება შესაძლებელია, მაგრამ ცალსახად ამას ვერ ვიტყვით. შემოდგომიდან, მე-3 კვარტლის ბოლოს, მე-4 კვარტალში გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული შემცირება იქნება. ისიც იმის ფონზე, რომ 2021 წელს საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი იყო", - განაცხადა "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აპრილში ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაცია იყო.

2022 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში საშუალოდ 9.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.