მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოდგომიდან Wizz Air-ი ოპერირებას აბუ-დაბიდანაც დაიწყებს

5e5e21b8906b4
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.20 20:20
776
Abu Dhabi Developmental Holding Company-მ და ევროპულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შეთანხმება დადეს, რომლის მიხედვითაც Wizz Air Abu Dhabi დაარსდება. ამის შესახებ ინფორმაციას Thenational.ae ავრცელებს.

ჯგუფი, რომელიც ახალი ავიაკომპანიის განვითარებაზე მუშაობს, უკვე შეუდგა მუშაობას არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურ უწყებასთან, რათა საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატის და ოპერაციული ლიცენზიის უზრუნველყოფის პროცესი დასრულდეს.

”აბუ-დაბის განვითარების სტრატეგიაში ტურიზმს დიდი ადგილი უკავია. მნიშვნელოვანი ინვესტიციები კეთდება არამხოლოდ ჩვენს აეროპორტებში, არამედ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორისაა სასტუმროები, კურორტები და კულტურული ღირსშესანიშნაობები", - განაცხადა Abu Dhabi Developmental Holding Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალ სუვაიდმა.

მისი განცხადებით, ემირატებს გასულ წელს 11.35 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და შესაბამისად ახალი დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi კიდევ მეტად გაზრდის ვიზიტორთა რიცხვს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობას დაბალ ფასად შესთავაზებს.

ავიაკომპანია მარშრუტებს დანიშნავს იმ მიმართულებით, სადაც Wizz Air უკვე წლებია ოპერირებს, მათ შორის არის ევროპა და ასევე, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.