ჩვენ ამ ზამთარს ფაქტობრივად, შიდა ტურიზმის აქტივაციაც ვერ მოვახერხეთ, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა. მისი თქმით, არსებულმა შეზღუდვებმა მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ზოგადად ქვეყანაში სამთო კურორტებზე და არც „რედკო“ ყოფილა გამონაკლისი.
„გუდაურში ჩვენი ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შედგება კერძო რეზიდენციებისგან, აპარტ-ოტელებისგან. ამ რეზიდენციებს ჰყავს უამრავი მესაკუთრე, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი არის დაზარალებული, ისევე როგორც კომპანია. და ეს არის გამოწვეული იმ შეზღუდვებით, რომლებიც უკავშირდება სათხილამურო კურორტზე ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურის - სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების შეზღუდვას და ასევე, რა თქმა უნდა ტურიზმთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქმედებს უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კუნელაურმა.
მისივე თქმით, შემოსავლები თითქმის არ აქვს კომპანიას, მეორე მხრივ კი ხარჯვითი ნაწილი წინა სეზონებისგან განსხვავებით არ შეცვლილა.
„ყველა ის მომსახურება, რომელიც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ამ შენობების მოვლა-პატრონობას სჭირდება, ისევ საჭიროა და ძალაშია. გათბობა, დაცვა, თანამშრომლების შენახვა და ა.შ. ეს აუცილებელი ხარჯებია, რომლის შემცირებასაც ვერ ვახერხებთ. საუბარია ასეულობით ათასი ლარის ხარჯზე“, - აღნიშნა „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან.
„სამთო კურორტებთან მიმართებით, მეტი კონსულტაცია არის საჭირო, მეტად უნდა იქნეს კერძო კომპანიები მთავრობის მხრიდან საქმის კურსში ჩაყენებული, რათა ჩვენ ვიცოდეთ როდის ვიხსნებით, მოვემზადოთ ამისთვის თუ არ მოვემზადოთ. გახსნის პროცესი არ არის მყისიერი, მომზადებაა საჭირო, სპონტანურად ამის გახსნა შეუძლებელია. მაგრამ დღეს გახსნაზე ჯერ საუბარი არ არის. ველოდებით რომ თებერვალში მაინც შევძლებთ სეზონის გამოყენებას, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება არც თებერვალში გაიხსნას, რაც სამწუხარო იქნება“, - დასძინა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?