26.ნოემბერი .2022 09:49

შემოსავლები შეუმცირდებათ და გაღარიბებული რუსეთის მოქალაქეები შეგვრჩება - ჭუმბურიძე

შემოსავლები შეუმცირდებათ და გაღარიბებული რუსეთის მოქალაქეები შეგვრჩება - ჭუმბურიძე
views 1617
უკან

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე bm.ge-სთან რუსი მოქალაქეების საქართველოში მიგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მათ გავლენას აფასებს.

ჭუმბურიძის განმარტებით, ქვეყანაში ტურისტების მიერ შემოტანილი თანხა საინტერესო და მისასალმებელია, თუმცა ის რუსი მოქალაქეები, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან, ტურისტები არ არიან.

სანდრო ჭუმბურიძე იმასაც ამბობს, რომ მალე რუსეთის მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდებათ და ქვეყანაში გაღარიბებული რუსები დარჩებიან.

„საქართველოში ფულის მასის ბრუნვის გაძლიერება რუსი მოქალაქეების ხარჯზე მოხდა. ეს მისახედია, არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს უვიზოდ დარჩენის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. თანხა, რომელიც მათ შემოაქვთ ჩვენი დამოუკიდებლობის, ღირსების ხარჯზე არ უნდა გვერჩივნოს. ვფიქრობ, სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ტურისტის მიერ შემოტანილი თანხა საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ ისინი ტურისტები არ არიან, არავინ იცის რამდენი ხნით და სად დარჩებიან.

თუ გავეცნობით წამყვანი საფინანსო სავალუტო უწყებების სამსახურების კვლევებს, რუსეთს გაზაფხულიდან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ექნება, იმაზე სერიოზული ვიდრე ახლა აქვს, შესაბამისად, ამ ადამიანებს შემოსავლები შეუმცირდებათ. ჩვენ კი ქვეყანაში გაღარიბებული რუსეთის მოქალაქეები შეგვრჩება“, - ამბობს საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა