19.აგვისტო .2020 13:08

„შემოსავლების ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს“ - კალაძის დავალება ვიცე-მერს

views 282
უკან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით შემოსავლების ნაწილში დედაქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გარკვეული პროგრამების განხორციელებას აფერხებს.

შემოსავლების გაზრდის მიზნით, დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ვიცე-მერს კიდევ ერთხელ იმ მიწებისა და შენობა-ნაგებობების მოძიება დაავალა, რომელთა პროვატიზებაც შეიძლება.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს მოვიძიოთ მიწები, შენობა-ნაგებობები იმისთვის რომ მოხდეს გაყიდვა, თანხების შემოსვლა, იმიტომ რომ შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და სერიოზული პრობლემები გვაქვს.

მესმის, რომ ბევრი რაღაც დახურულია არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური ის აქტივობები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბიუჯეტისთვის... მოიძიეთ ყველაფერი, იმისთვის რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნეს სექტორი და რა შესაძლებლობაც გვაქვს საპრივატიზაციო ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ, იმისთვის რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას, უფრო მეტ ადამიანზე დახმარებას და ხელშეწყობას, ეს შეიძლება იყოს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა