შემოსავლების სამსახურმა დღეს ავტოიმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე იმპორტირებული ავტომობილების მფლობელების შესახებ მონაცემების “უკონტროლო” ცვლილებაზე ისაუბრა. სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმპორტის პროცესში მყოფი ავტომობილების მფლობელთა ხშირი ცვლილება პრობლემად უკანასკნელ პერიოდში იქცა.
შემოსავლების სამსახურის განცხადება:
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ექსპედიტორი კომპანიებისათვის დაშვების მიცემის ახალი მექანიზმები, რითაც ისინი დამოუკიდებლად განახორციელებენ ავტომანქანების მფლობელების მონაცემებში კორექტირებას. ამასთან, ხაზი გაესვა მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ: რიგი ავტოიმპორტიორი კომპანიების მიერ, არამიზნობრივად იქნა გამოყენებული რედაქტირების ფუნქცია და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების უკონტროლო ცვლილებების საშუალებად გადაიქცა.
აღნიშნული დარღვევების პრევენციის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს, მხოლოდ ერთჯერადად მიეცეთ უფლება შეცვალონ მფლობელის შესახებ ინფორმაცია იმ ავტომობილების მიმართ, რომლებიც 10 ივნისის მდგომარეობით, ჩატვირთული არიან კონტეინერებში და შესაბამისად, მათ მიმართ გაცემულია საზღვაო გადაზიდვის დოკუმენტაცია. ამასთან, უცვლელი დარჩა შეცდომის/ხარვეზის გასწორების უფლება, რაც მფლობელის დასახელების ან საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის ნომრის შესწორებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის მარტის თვეში ეცნობათ და ამოქმედების თარიღად 1 აპრილი განესაზღვრათ, რომელიც ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ 1 ივნისამდე გადავადდა. ვინაიდან კონტეინერების გარკვეული რაოდენობა ტრანსპორტირების პროცესში იყო, ხოლო მათზე გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტების კორექტირება დამატებით ფინანსურ დანახარჯებს გამოიწვევდა, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ექსპედიტორი კომპანიების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ერთჯერადი ცვლილებით სარგებლობისთვის, მათ არაუგვიანეს 17 ივნისისა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ტრანსპორტირების პროცესშიმყოფი ავტომობილების შესახებ, რითაც მნიშვნელოვნად დაიზოგება მათი მატერიალური და დროის რესურსი.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები,”- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი