მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური "გიგანტს" პასუხობს: ჩამოჭრილი 18 000 ლარი დილით აისახება კომპანიის ბალანსზე

56a24481628fa
BM.GE
22.01.16 18:59
1818
კომპანია "გიგანტის" ხელმძღვანელის მიერ, "ბიზნესკონტაქტის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს შემოსავლების სამსახურში პასუხობენ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომპანიის საჩივარი ფინანსთა სამინისტროშია გადასული. 
 
"კომპანიას ჩაუტარდა აუდიტორული შემოწმება, რის შემდეგაც მას დაერიცხა კონკრეტული თანხა, რომელიც შემდგომ კომპანიამ გაასაჩივრა 15 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ განიხილა საჩივარი, თუმცა არ დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე საჩივარი გადატანილია ფინანსთა სამინისტროში. რაც შეეხება პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ერთიან სახაზინო სისტემაზე გადასვლაზე, ეს ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში აღმოფხვრილია. ხარვეზი გასწორებულია და დილით ჩამოჭრილი 18 000 ლარი აისახება კომპანიის ბალანსზე.

1 იანვრიდან ამოქმედდა ერთიანი სახაზინო სისტემა, რაც ძალზე მასშტაბური პროექტია. ის მომზადდა ბიზნესის მხადასაჭერად და მისი მიზანია აღიარებული და არაღიარებული სადავო თანხების გამიჯვნა", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.