21.ივლისი .2020 16:15

შემოსავლების სამსახური: სარფში გამოკვლეულ 129 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

views 270
უკან

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესაახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"PCR ტექნოლოგიით კვლევა, ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა (საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა).

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა