19.აგვისტო .2020 15:15

შემოსავლების სამსახური: წითელი ხიდის საბაჟოზე 23,000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული სმარტფონები ამოვიღეთ

views 351
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის 33 ცალი სხვადასხვა დასახელებისა და მოდელის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 22 849,90 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"ბოლო ორი თვის მონაცემებით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 21 000-ზე მეტი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო საქართველო დატოვა 22 000-ზე მეტმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილმა,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შემოსავლების სამსახური ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლის პროცედურები გამკაცრებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა