მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს

5e382c752b395
ინგა მურუსიძე
03.02.20 19:40
1498
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში უაქციზო თამბაქო აღმოაჩინეს. 

როგორც bm.ge-ის უწყებიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (10 580 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.