მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

5ffc125e39e84
BM.GE
11.01.21 12:53
629
ფინანსთა სამინისტოროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო 22 კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.