21.ივლისი .2021 00:50

შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას დროებით შეაჩერებს

შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას დროებით შეაჩერებს
views 207
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრის მთლიანი სივრცის გეგმიური საინჟინრო-ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში, განხორციელებული კვლევითი სამუშაოების შედეგად, აღმოჩენილი იქნა შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებები.

უახლოეს დღეებში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემუშავდება სარდაფის კონსტრუქციული სისტემების მდგრადობის აღდგენის წინასაპროექტო გეგმა და აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, აქტიურ რეჟიმში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუშაობას დროებით შეაჩერებს და 21 ივლისიდან, მომსახურების მიღება, შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისში არსებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლონ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრით, ხოლო 26 ივლისიდან მოქალაქეებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, მისამართზე: გულუას ქუჩა № 4.

მომხმარებლები ასევე, ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსდება ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის რეგისტრაცია/ავტორიზაცია, ავტორიზირებული გვერდის პაროლის აღდგენა და გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ცნობის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

უწყების ცნობით, ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა