საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.
„საგადასახადო შემოწმების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი სიახლეა საგადასახადო შემოწმების პროცესში და მისი გამოყენება პრაქტიკაში პირველად მოხდება. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია: საგადასახადო შემოწმების პროცესის გამარტივება, გადასახადის გადამხდელის დროის დაზოგვა, ეფექტური და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელება, არსებული რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება, ხარისხის კონტროლის სტანდარტის დაცვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება. აღნიშნული პროექტი ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ამისთვის კი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ასეთი შეხვედრებია,“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსმა ლაშა კობერიძემ და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების სამმართველოს უფროსმა ავთო სვანაძემ, კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
ლევან კაკავამ, კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას აუდიტის დეპარტამენტის უფროსი პაატა კილაძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანტონ ძამაშვილი და საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი შოთა მინაშვილი, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ,,ქეიფიემჯი ჯორჯია“ (KPMG), ,,ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერს საქართველო“ (PWC), EY-ის, ,,ბიდიო საქართველო“ (BDO), და სხვა აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა