03.მარტი .2020 18:30

შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

views 235
უკან

შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ობიექტებზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და აქტიურად მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.

"დღეს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადგილზე დაესწრო სადეზინფრქციო სამუშაოების პროცესს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელ ხიდი".

სპეციალური სითხეებით დამუშავდა ავტომობილების როგორც გარე ზედაპირი, ასევე, შიდა სივრცე. აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა სრული ინსტრუქტაჟი მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

სპეციალური სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

აღნიშნული პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით მიმდინარეობს", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.