მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

5e624365000e1
ინგა მურუსიძე
06.03.20 17:11
847
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ყველა ობიექტზე სპეციალური სითხეებით, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დღეს, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სადეზინფექციო სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

„შესაბამის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.