მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა 2 510 კოლოფი სიგარეტი და 27 კგ. დაუფასოებელი თუთუნი ამოიღო

5f1997dce8a69
BM.GE
23.07.20 18:13
1401
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშომლებმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 18-20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (2,510 კოლოფი სიგარეტი და 27 კგ. დაუფასოებელი თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.