22.ნოემბერი .2019 12:21

შემოსავლების სამსახურმა 72,340 ღერი უაქციზო სიგარეტი გამოავლინა

views 127
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს.

საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა