28.იანვარი .2020 11:30

შემოსავლების სამსახურმა საბაჟოზე 45 856 ლარის კონტრაბანდული ოქრო ამოიღო

უკან

"თბილისის აეროპორტსა“ და „წითელი ხიდზე“ 45 896 ლარის კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 17 067.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა