17.ოქტომბერი .2019 18:18

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინა

views 242
უკან

7- 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3,569 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 112 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 12 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 275  შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა