მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინა

5f1ab56e30d88
BM.GE
24.07.20 14:14
1042
18-24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის, ჯამში 2,904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ. უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნის, შენახვის ფაქტები გამოვლინდა, საიდანაც ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს  საქონელი ჩამოერთვათ.