მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

60827cd12841b
BM.GE
23.04.21 11:51
541
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის 3 ფაქტი (ჯამში 4 კილოგრამი უაქციზო თუთუნი და 620 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი და სამივე ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.