31.მაისი .2020 17:45

შემოსავლის გარეშე არიან გიდები, დახმარება გვჭირდება - სერტიფიცირებული გიდი

views 340
უკან

"თუ უნდა მქონოდა შემოსავალი 50 000 ლარი, ახლა მაქვს 1000 ლარი", - ამის შესახებ სერტიფიცირებულმა გიდმა სულხან წულუკიძემ BM.GE-სთან განაცხადა. როგორც წულუკიძე ამბობს, 2020 წლის ჯავშნები მთლიანად გაუქმებულია, შესაბამისად, ზარალიც დიდია.

"მთელი 2020 წელი მქონდა დაჯავშნილი, დაწყებული მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. წელს არაფერი მაქვს. ძალიან მარტივია ციფრებში, თუ უნდა მქონოდა შემოსავალი 50 000 ახლა, იანვარს და თებერვალს თუ არ ჩავთვლი, მაქვს 1000 ლარი", - აცხადებს სერტიფიცირებული გიდი.

წულუკიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გიდები პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. როგორც გიდი ამბობს, უმეტესობამ ვერ შეძლო სახელმწიფოსგან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების მიღებაც.

"შეხვედრა იყო არაერთი და იყო არაერთი ინიციატივაც მთავრობისგან ალტერნატიული დასაქმების თაობაზე. იმ დამსაქმებლებსაც შეგვახვედრეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირდაპირ გლობალურ სისტემაზე ვართ დამოკიდებული. მთავრობა ამ შემთხვევაში შეიძლება გლობალურ ჭრილში ვერ დაგვეხმაროს, იმიტომ რომ არ ვიცით, ტურისტი როგორ ჩამოვა. ამიტომ სანამ წელში არ გაიმართებიან გიდები, ამ ხალხს სჭირდება ფინანსური დახმარება თვიდან თვემდე. შეიძლება ეს არ იყოს 1000 ლარი, მაგრამ იყოს საარსებო მინიმუმი, რითაც თვიდან თვემდე თავს გაიტანს, შეღავათები კომუნალურებში და ასევე საბანკო სექტორთან დახმარება.

პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე არიან გიდები. არასდროს ვითხოვდით სახელმწიფოსგან არაფერს, შეიძლება ეს ჩვენი პრობლემაც იყო და უნდა მოგვეთხოვა, ახლა კი გვჭირდება დახმარება", - ამბობს სულხან წულუკიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა