07.მაისი.2016 10:05
ეკონომიკა

შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბოლოო ვარიანტი სავარაუდოდ, ორ კვირაში ცნობილი გახდება

შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბოლოო ვარიანტი სავარაუდოდ, ორ კვირაში ცნობილი გახდება
შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბოლოო ვარიანტი სავარაუდოდ, ორ კვირაში ცნობილი გახდება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, 17-19 მაისს საქართველოს გერმანელ სპეციალისტთა ჯგუფი ეწვევა, რომელიც დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობს და დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების შემდეგ, შემოვლითი რკინიგზის პროექტის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება მოხდება.

"ჩვენს კონსორციუმში შემავალი გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ შემოვლითი რკინიგზის საკითხებზე ზუსტად აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა. ორი კვირის შემდეგ ჩვენი უცხოელი სპეციალისტები ჩამოვლენ და სამუშაო შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართება, რომლის შემდეგ უკვე შეჯერებული ვარინტი გვექნება. შეხვედრები როგორც თბილისის მერიაში, ასევე საქართველოს მთავრობასა და "საქართველოს რკინიგზაში" იგეგმება, რათა მათი კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომებიდან გამომდინარე იქნას საბოლოო გადაწყვეტილება მიღბული", - განაცხადა ნარმანიამ.

თავად თბილისის მერი ფიქრობს, რომ რკინიგზის სატვირთო ნაწილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა გადავიდეს.

"მგზავრთა ნაწილს რაც შეეხება, საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და კონკრეტული გაანგარიშებები გვექნება. მგზავრთა ნაწილთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე პირადად ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს კონკრეტულ გაანგარიშებებს და მიდგომებს უნდა დაეფუძნოს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, როდის განახლდება შემოვლითი რკინიგზის პროექტის სამუშაოები, დავით ნარმანია განმარტავს, რომ ეს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციაა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს რკინიგზამ“ საკონსულტაციო კომპანიის MC Mobility-ის კვლევის დასრულების შემდეგ თბილისის მერიას პროექტის განხორციელების სამი ვარიანტი წარუდგინა, რომელთაგან არჩევანი ერთ-ერთზე გაკეთდება.
ავტორი: დავით ჯალაღონია

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად