მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოწმება დასრულდა - 2 390-მა სკოლამ სწავლის შენობაში განახლების ნებართვა მიიღო

5f731bd3ef7ec
ინგა მურუსიძე
29.09.20 21:17
893
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მიეცა.

როგორც ფერაძემ bm.ge-ს უთხრა, სულ შემოწმებულია 2 390 სკოლაა, მათგან 2085 საჯაროა, დანარჩენი კერძო.

მისივე ინფორმაციით, სკოლებს მცირე ხარვეზები ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი გამოსწორებულია.

ამასთან, ფერაძის ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებისთანავე მოხდება მათი შემოწმება, რათა სწავლა დაიწყოს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ფერაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმება მიმდინარეობს და სიტუაცია დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.