მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოწმების შედეგად საქმიანობა დროებით რამდენიმე ათეულ კომპანიას შეუჩერდა

5e8da6cbcd1df
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 14:35
1047
40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო შტაბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც 181-ე დადგენილების საფუძველზე ოპერირების შესაძლებლობა დროებით შეუჩერდათ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კომპანიებს, რომელთა განაცხადი შემოწმების შედეგად არ დაუკმაყოფილდათ ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი ვადა მიეცათ.

„ბიზნესის ახალ წესებთან და გაიდლაინებთან ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად და საკმაოდ წარმატებით. 6-7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან 40 კომპანი არის ისეთი, რომელსაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და მოითხოვეს ბიზნეს საქმიანობის აღდგენა. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცათ გარკვეული დრო, რომ ეს ხარვეზები გამოასწორონ. ამის შემდეგ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განმეორებითი შემოწმების შედეგები უკეთესი იქნება და ეს კომპანიების შეძლებენ ყველა ხარვეზის აღმოფხვრას.

ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტით ვახდენთ, თუ რომელ ბიზნესს შევამოწმებთ უფრო ადრე. პირველ ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლითაც ბიზნესი ემსახურება და აწვდის პროდუქციას კრიტიკულად მნიშნელოვან საწარმოებს, იქნება ეს კვების ინდუსტრიისთვის, გარკვეული მასალების ინდუსტრიისტვის თუ სამედიცინო დარგის თუ სისტემის შემქმნელი საწარმოებისთვის გარკვეული სერვისის მიწოდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია რამდენად მოახერხა ამ კომპანიამ გადაწყობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.