მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შენობების ექსპლუატაციაში მიღების ვადები უნდა შემცირდეს” - "არსი"

614b85dc38d8b
ანუკა ჯოხაძე
23.09.21 00:00
960
სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 იანვრიდან ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.

ცვლილებების მიხედვით ფაქტია, რომ გართულდება პროცესები როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე ბინის მესაკუთრეებისთვის, რომლებიც კორპუსების ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების დაწყებას ვერ შეძლებენ. სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ შენობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესი უნდა დაჩქარდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები შენელდება.

“ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ახალი რეგულაცია, რომელიც შენობების ექსპლუატაციას შეეხება. გასაგებია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ბიზნესიც ემზადება, მაგრამ სათანადო თანადგომა დაგვჭირდება მერიისგანაც. ჩვენ თუ გადავეწყვეთ და მთელი ბიზნეს მოდელი შევცვალეთ, ექსპლუატაციის მოთხოვნაზე თბილისის მერიას უამრავი განაცხადი შეუვა. ეს პროცესი დღესაც იწელება დროში, სამი და ექვსი თვე გაწელილა ეს პროცესი. ახლა კი ჩვენ რომ ამაზე ვიქნებით დამოკიდებული, სახლი დასრულებული არ ექნება, კლიენტს თანხა არ ექნება გადახდილი და ჩვენ ეს ბინა საკუთრებაში არ გვექნება ძალიან დიდი პრობლემებს გამოიწვევს ამ პროცესის გაჭიანურება. ეს პროცესი თუ შეფერხდება, ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს როგორც ბიზნესი ისე ეკონომიკა", - აცხადებს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.