მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბინების გაყიდვებთან კავშირი არ აქვს“

60d4781a36027
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 19:42
746
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შემავალ ცვლილებას დეველოპერული კომპანიების მიერ ბინების გაყიდვის პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი განმარტებით, ახალი რეგულაციით დეველოპერებს ბინების გაყიდვა არ ეკრძალებათ. საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ერთჯერადი ჰუმანური აქტის სახით, სამშენებლო პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები იქნეს მიღებული და მოქალაქეებს 20-წლიანი პრობლემა მოუგვარდეთ.

საკანონმდებლო პაკეტით ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები მკაცრდება. მაია ბითაძემ გამკაცრების არგუმენტად თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ბუნებრივი აირის გამო მომხდარი აფეთქების შემთხვევები მოიყვანა, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ საკითხს და მოსახლეობა მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად იცხოვრებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.