მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე ბინის მესაკუთრეებმა, შესაძლოა რემონტი ვერ დაიწყონ

60367b4d06e5d
ანუკა ჯოხაძე
25.02.21 10:10
1789
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობაში კომუნიკაციების შეყვანა იკრძალება.

როგორც კერძო სექტორი ამბობს, ცვლილებების მიხედვით, გართულდება პროცესები როგორც სამშენებლო კომპანიიებისთვის, ისე ბინის მესაკუთრეებისთვის, რომლებიც კორპუსების ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების დაწყებას ვერ შეძლებენ. როგორც კომპანია “რედკოს” დირექტორი მალხაზ კუნელაური ამბობს, დროში გაიწელება პროცესები და გეგმების შეცვლა ბინის მესაკუთრეებთან ერთად მშენებლებსაც მოუწევთ, ეს კი მისი თქმით, ეკონომიკურ პროცესებს შეანელებს.

“ჩვენ აქამდე ვახერხებდით იმას, რომ ობიექტზე კომუნიკაციები, ელექტროენერგია, წყალი და გაზი ჩაგვერთო იმისთვის, რომ მომხმარებლებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე რემონტი გაკეთებინათ. ან თუ დასჭირდებოდათ, ეს ქონება გაეყიდათ.

ამ ყველაფრისთვის შენობის ექსპლუატაციაში მიღება აუცილებელი არ იყო. თუ ჩვენ ყველა ამ პროცესს მხოლოდ ექსპლუატაციის თარიღზე ჩამოვკიდებთ, მაშინ ბიზნესს გეგმების გადალაგება მოუწევს. ეს კი დროში აუცილებლად გაახანგრძლივებს ეკონომიკურ პროცესებს, უფრო შეანელებს ამ პროცესებს.

მომხმარებელსა და მშენებელს შორის პროცესის დაფინანსება, ორივე მხრიდან ხშირად საბანკო კრედიტებით ხდება, ეს ფული კი რაც უფრო დიდხანს იქნება დროში გაწელილი, უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ამან შეიძლება პროდუქციის გაძვირება გამოიწვიოს“-ამბობს კომპანია “რედკოს” დირექტორი მალხაზ კუნელაური.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტშია ასახული. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები