მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შექმნილი გარემოების გამო უმჯობესია, ენერგეტიკული პროექტები სახელმწიფომ განახორციელოს“

6270d76d99afa
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 13:17
936
„შექმნილი გარემოების გამო ენერგეტიკული პროექტები უმჯობესია, სახელმწიფომ განახორციელოს“ – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა BM.GE-ის განუცხადა. ასე გამოეხმაურა ის პრემიერის განცხადებას, რომ მსხვილი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს. 

კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია.

"იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებითაა შექმნილი, უმჯობესია, ეს პროექტები სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს და იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს, კერძო სექტორიც დიდწილად იყოს ჩართული“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სონღულაშვილმა ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ დღევანდელი ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა საქართველო-ჩეხეთის კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან თანამშრომლობისა დიდ ინტერესს ადასტურებს, ხოლო ხელისუფლების როლი მათ მიერ საქართველოში ინვესტიციების მაქსიმალური უზრუნველყოფაა.