მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sheraton: ტურისტული სექტორი 2020 წელს საერთოდ არ აღიარებს

605ef95f2c7c1
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 14:10
697

“2020 წელს ტურისტულ სექტორში არ ვაღიარებთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიზნესი სრულად დაიკარგა" - ამის შესახებ Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში bm.ge-განუცხადეს.

როგორც სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა გივი ბიწაძემ გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, 2020 წლის იანვარი-თებერვალი წარმატებული იყო, თუმცა მარტში ლოქდაუნმა მენეჯმენტი იძულებული გახადა, სასტუმრო დაეხურა და საკარანტინე სივრცის მოსაწყობად მთავრობისთვის გადაეცა.

“2020 წელს იმედები გვქონდა, რომ ბიზნესები აღდგებოდა, ვაქცინაცია დაიწყებოდა და ტურისტი შემოვიდოდა, თუმცა ახალ წელს უარესად ჩავიკეტეთ. 2021-ში იანვარ-თებერვალი ისე სწრაფად არ აღდგა როგორც ველოდით. თუმცა საბედნიეროდ აღდგენის პროცესს მარტიდან ვხედავთ და ყოველ მომდევნო თვეს უკეთესობის ტენდენცია იგრძნობა” - განმარტა ბიწაძემ.