19.აგვისტო .2022 18:13

შესაბამის ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ - EU-ს საელჩო

შესაბამის ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ - EU-ს საელჩო
views 568
უკან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საუბარია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები” [ISFED] არ მიიწვია.

“მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას”,-აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, ISFED-ის განცხადებით, მმართველმა პარტიამ დაბლოკა მათი ორგანიზაციის ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების” არდაშვების გამო, აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა